19.06.2026

სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში ახალგაზრდა გეოლოგებს პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტში 4 სტაჟიორი შეირჩევა, რომლებიც 3 თვის განმავლობაში ჩაერთვებიან სამუშაო პროცესებში, გაიღრმავებენ თეორიულ ცოდნასა და გეოლოგიის სფეროში პროფესიულ უნარებს გამოიმუშავებენ.

მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და გეოლოგიის მიმართულებით კვალიფიციური კადრების მომზადება.

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 18-28 ივნისის პერიოდში, ვებგვერდზე – www.vacancy.hr.gov.ge

news-page-image