მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, მათი ინფორმირებულობის გაზრდისა და საჩივრების წარდგენისა და განხილვის წესების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
კომუნიკაციების ომბუდსმენმა გვანცა ჩხეიძემ მონაწილეებს სამსახურის საქმიანობა, განხორციელებული პროექტები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები გააცნო.
შეხვედრა საინფორმაციო კამპანიის „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში” ფარგლებში გაიმართა. კამპანია მიზნად ისახავს მომხმარებელთა ინფორმირებულობის გაზრდას კომუნიკაციების სფეროში მათი უფლებებისა და კომპანიების ვალდებულებების, ასევე განცხადებისა და საჩივრის წარდგენისა და განხილვის წესებისა და ვადების შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკული საკითხები და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმები.